მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Times: ბრიტანეთში ციხეების გადატვირთულობის შესამსუბუქებლად 700-ზე მეტი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება იწყება. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სხვა გზა არ არსებობდა
The Times: ბრიტანეთში ციხეების გადატვირთულობის შესამსუბუქებლად 700-ზე მეტი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება იწყება. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სხვა გზა არ არსებობდა

The Times: ბრიტანეთში ციხეების გადატვირთულობის შესამსუბუქებლად 700-ზე მეტი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება იწყება. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სხვა გზა არ არსებობდა

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის მთავრობა ხუთშაბათიდან ციხეების გადატვირთულობის შესამსუბუქებლად 700-ზე მეტი პატიმრის ვადამდე გათავისუფლებას იწყებს. იუსტიციის მინისტრი ალექს ნორისი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არჩევანი არ ყოფილა და ალტერნატივა შესაძლოა გაცილებით მძიმე შედეგებით დასრულებულიყო, იუწყება The Times-ი.

გამოცემის ცნობით, ეს ვადამდე გათავისუფლების ახალი სქემის პირველი ეტაპია, რომლის ფარგლებშიც მომდევნო თვეებში 4 500-ზე მეტი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრიტანეთის ციხეების სისტემა კრიტიკულად გადატვირთულია და დამატებითი ზომების გარეშე ადგილები შესაძლოა აღარ დარჩეს.

„ამის შედეგი იქნებოდა ან ის, რომ სასამართლო პროცესები ვერ ჩატარდებოდა და ბრალდებები მოიხსნებოდა, რადგან ადამიანისთვის ციხეში ადგილი აღარ იქნებოდა, ან მსჯავრდებული პატიმრები, საუკეთესო შემთხვევაში, რაიმე სტანდარტული ფორმით შინაპატიმრობაში აღმოჩნდებოდნენ“, - ამბობს ნორისი The Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ყველაზე მძიმე სცენარი იქნებოდა, როდესაც დაკავებულ პირებს გირაოს სანაცვლოდ, შესაძლოა, ისევ იმავე ოჯახურ გარემოში მოუწევდათ დაბრუნება, სადაც მათ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.

„ეს ნიშნავს, რომ, რეალურად, მართლმსაჯულების სისტემა აღარ იარსებებდა. ამის დაშვება არ შეგვეძლო და ამას არასდროს დავუშვებდით“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

როგორც The Times-ი იუწყება, ვადამდე გათავისუფლების პროგრამას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. შეშფოთებას გამოხატავენ დაზარალებულები, პოლიციის ხელმძღვანელები და პრობაციის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ერთდროულად დიდი რაოდენობით პატიმრის გათავისუფლება საზოგადოებისთვის რისკებს ზრდის.

ნორისის თქმით, გათავისუფლებული პირების კონტროლი ციხის გარეთ გაგრძელდება და ხელისუფლება ელექტრონული მონიტორინგის სისტემას მნიშვნელოვნად აფართოებს.

„ჩვენ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების ყველაზე მასშტაბური გაფართოება განვახორციელეთ. ამ მომენტისთვის ვემზადებოდით. თუ ადამიანები მათზე დაკისრებულ პირობებს არ შეასრულებენ, უნდა ელოდნენ, რომ საბოლოოდ ციხეში დაბრუნდებიან“, - ამბობს ნორისი.

გეგმის მიხედვით, ზოგიერთი სექსუალური და ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი სპეციალურ „შეზღუდვის ზონებში“ იქნება მოქცეული. ასეთი ზონები შესაძლოა სულ რამდენიმე კვადრატულ მილს მოიცავდეს, ხოლო მათი გადაადგილება GPS-მოწყობილობებით გაკონტროლდება.

ნორისის განცხადებით, წარსულში ხშირად ხდებოდა ისე, რომ მსხვერპლი დამნაშავისთვის დაწესებული შეზღუდვების შესახებ იგებდა და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით უწევდა.

„ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენი საბოლოო მიზანია, დამნაშავემ საკუთარი ცხოვრება მსხვერპლის პირობების შესაბამისად დაგეგმოს და არა პირიქით“, - აცხადებს მინისტრი.

თუმცა ელექტრონული მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით უკვე არსებობს პრობლემები. მთავრობის თავდაპირველი გეგმით, არსებობდა „პრეზუმფცია“, რომ გათავისუფლებულ ყველა პატიმარს ელექტრონულ სამაჯურს დაუყოვნებლივ დაუმონტაჟებდნენ, თუმცა The Times-მა გაარკვია, რომ პატიმრების უმრავლესობას გათავისუფლების მომენტში მოწყობილობა არ ექნება და მას მოგვიანებით, უკვე საზოგადოებაში ყოფნისას დაუყენებენ.

გარდა ამისა, არსებობს კითხვები თავად მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის შესახებ. ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, დამნაშავეების თვალთვალისთვის გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების თითქმის ნახევარი დროულად არ მონტაჟდება, რაც სასამართლოსა და ციხის მიერ დაწესებული პირობების განმეორებით დარღვევებს იწვევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?|მიხეილ დუნდუამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოBM.GE
  • მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაშირუსთავი 2
  • მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდატვ პირველი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

The Times of Israel: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

The Times of Israel: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იმედი

გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს

გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს

იმედი

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

იმედი

გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

იმედი