მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ
The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ

The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ

იმედი|imedinews.ge

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

გასულ დეკემბერს ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა. მისი განცხადებით, ტელეკომპანიამ განზრახ არასწორად დაამონტაჟა 2021 წლის 6 იანვრის სიტყვით გამოსვლა, რათა ისე წარმოეჩინა, თითქოს ტრამპი კაპიტოლიუმის დარბევამდე მომხრეებს ძალადობისკენ აქეზებდა. BBC-მ გადაცემა Panorama-ში გასული მასალის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ცილისწამება უარყო.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ დოკუმენტურმა ფილმმა დააზარალა მისი „ბრენდი, უძრავი ქონება და ბიზნესი“, გასულ თვეს მაგისტრატმა მოსამართლემ, ენჟოლიკ ლეტმა მას ცილისწამების სარჩელთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემების გასაჯაროება დაავალა.

ოთხშაბათს ტრამპის ადვოკატებმა გადაუდებელი შუამდგომლობა შეიტანეს გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით და მოსამართლე ლეტს დოკუმენტაციის წარდგენის ბრძანების გაუქმება სთხოვეს. მათ BBC დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ცდილობს „არამართლზომიერად გამოიყენოს ეს სასამართლო დავა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“.

შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ BBC-მ გასცა „არასათანადოდ ფართო უწყება“, რომელიც იყო „უსაფუძვლო და არაპროპორციული“ და მოიცავდა დაახლოებით 400 ბიზნესსუბიექტის კონფიდენციალურ საგადასახადო და საკუთრების ჩანაწერებს.

„BBC-ის მოტივი უაღრესად აშკარაა - უკანონოდ გამოიყენოს აღნიშნული დავა საკუთარი და პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტების პოლიტიკური ინტერესებისთვის. იმ წამსვე, როდესაც ეს ჩანაწერები BBC-ს მიეწოდება, ზიანი სრულყოფილი და შეუექცევადი გახდება“, - აღნიშნულია შუამდგომლობაში.

BBC-ის ადვოკატების განცხადებით, ეს ჩანაწერები აუცილებელია ტრამპის იმ პრეტენზიების შესაფასებლად, თითქოს მის იმპერიას ზიანი მიადგა. თავდაპირველი სარჩელი 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოში წარდგენილ სხვა დოკუმენტში 5 მილიარდი იყო მითითებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

იმედი

„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის“ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის“ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

იმედი

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი