მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი

The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი

იმედი|imedinews.ge

ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლსა და ახლახან დაწესებულ მოსაკრებლებიდან მიღებულ შემოსავლებს იყენებს იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც აშშ-ის ბლოკადამ გამოიწვია, რამაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობა თითქმის სრულად გაანადგურა, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

ირანის სამხედრო უწყების განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ამ სტრატეგიული მარშრუტის გადაკვეთა სურს, ეს მათი „ზედამხედველობის“ ქვეშ უნდა განახორციელოს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რას გულისხმობს ეს პროცესი.

ბოლო კვირების განმავლობაში, ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ სრუტეში გამავალმა გემებმა ნებართვა აიღონ. ბროკერების ინფორმაციით, ქვეყანა თითოეულ ხომალდზე 2 მილიონ დოლარამდე მოსაკრებელს აწესებს.

„ეს კოორდინირებული და სინერგიული კონტროლი, რეგიონზე ირანის მონიტორინგისა და სუვერენიტეტის გაძლიერებასთან ერთად, ქვეყნისთვის ნავთობის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე ორჯერ მეტ თანხას წარმოშობს“, - განაცხადა ირანის სამხედრო სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ აკრამინიამ.

ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, გასულ წელს ირანის მიერ ნედლი ნავთობის გაყიდვებმა მთლიანობაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათივე თქმით, ამ თანხიდან ირანი მოგების სახით დაახლოებით ორ მესამედს იტოვებს.

აკრამინიას თქმით, ირანის სამხედრო უწყების მიერ ნაოსნობაზე ზედამხედველობა უზრუნველყოფს „გავლას ყოველგვარი ზიანის გარეშე“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი