მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად
The Wall Street Journal: ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად

The Wall Street Journal: ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად

იმედი|imedinews.ge

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რომელიც საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანი საჯაროდ დებს პირობას ტრამპის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის“ ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლა.

აშშ-ის პრეზიდენტის სიკვდილის მოთხოვნა თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ღონისძიებებზე.

ანგარიშიდან ბუნდოვანია, თუ როდის ან რა არხებით იყო გადაცემული ეს სადაზვერვო ინფორმაცია. დონალდ ტრამპმა, რომელმაც თავდასხმის რამდენიმე მცდელობა გამოიარა, ამ კვირაში საკუთარი მისამართით არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა: „დილით ვნახე, მე მათ ყველა სიაში ვარ. ჯერჯერობით, მგონი, ცოტა გამიმართლა, მაგრამ შესაძლოა, ეს დიდხანს არ გაგრძელდეს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
  • სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვაBM.GE
  • „ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას გავასწორებთ“ — ირანი ტრამპის განცხადებას ეხმაურებაფორმულა
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი