მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: პენტაგონმა ევროპაში დამატებითი ჯარების გადასროლა მოულოდნელად შეაჩერა
The Wall Street Journal: პენტაგონმა ევროპაში დამატებითი ჯარების გადასროლა მოულოდნელად შეაჩერა

The Wall Street Journal: პენტაგონმა ევროპაში დამატებითი ჯარების გადასროლა მოულოდნელად შეაჩერა

იმედი|imedinews.ge

აშშ-მა ევროპაში დამატებითი ჯარების განლაგების პროცესი ყველასთვის მოულოდნელად შეაჩერა, რაც კონტინენტზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია იმაზე, რომ აშშ პოლონეთში დამატებით ჯავშანსატანკო ბრიგადას აღარ განალაგებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკელებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 13 მაისს აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აფრიკასა და ევროპაში არმიის შტაბის შეხვედრაზე გამოაცხადეს.

„ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პირველი საკავალერიო დივიზიის ჯავშანსატანკო ბრიგადის 4 ათასზე მეტი სამხედროს განლაგებაზე უარის თქმა არის ევროპაში ამერიკელი სამხედროების ყოფნის ფართო რეკონფიგურაციის ნაწილი. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, სხვა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული“, - წერს გამოცემა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიგადა პოლონეთში მიემგზავრებოდა, მის ცალკეულ ქვედანაყოფებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც შეეძლოთ განლაგება. ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიაში უკვე მიმდინარე ოპერაციის გაუქმებით გაკვირვებულები დარჩნენ.

ნატოს ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე სერიოზულ სამხედრო წარმომადგენლობას მაინც შეინარჩუნებს.

The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ევროპაში ამერიკული კონტინგენტის შემცირებით ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 2022 წლამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი