მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: რეაქტიული საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება, ტრამპის მრჩევლები კი შეშფოთებულნი არიან
The Wall Street Journal: რეაქტიული საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება, ტრამპის მრჩევლები კი შეშფოთებულნი არიან

The Wall Street Journal: რეაქტიული საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება, ტრამპის მრჩევლები კი შეშფოთებულნი არიან

იმედი|imedinews.ge

ნიუ-ჰემფშირის ყოფილმა გუბერნატორმა, კრის სუნუნუმ ვაშინგტონში ბოლო ვიზიტისას ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი გააფრთხილა: ავიაბილეთების ისედაც მაღალი ფასები მკვეთრად გაიზრდება, თუ ირანში ომი მალე არ დასრულდება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

„რესპუბლიკელმა“ სუნუნუმ, რომელიც ინდუსტრიული ჯგუფის, Airlines for America-ს პრეზიდენტის რანგში რამდენიმე უმსხვილეს ავიაკომპანიას წარმოადგენს, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გააფრთხილა რეაქტიული საწვავის მაღალი ფასებით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შესახებ. სუნუნუ ამტკიცებს, რომ ომი მალე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

კონფიდენციალურ საუბრებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ საწვავის მზარდი ფასების გამო „რესპუბლიკელები“ პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან - იუწყებიან საკითხში ჩახედული პირები. ბევრი მრჩეველი ომის დასრულების მომხრეა იმ იმედით, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ფასების კლება დაიწყება.

თებერვლის მიწურულს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგებმა შეაფერხა მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა. ამან ნავთობზე, ბენზინსა და რეაქტიულ საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს საზაფხულო მოგზაურობის სეზონის წინ, შვებულების დაგეგმვისას, მაღალ ხარჯებთან გამკლავება უწევთ.

ამერიკელთა 63%-მა განაცხადა, რომ საწვავის ფასების ზრდაში დიდ ან მნიშვნელოვან წილ პასუხისმგებლობას ტრამპს აკისრებს - იუწყება NPR-ის, PBS-ისა და Marist-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვა. ათიდან რვაზე მეტმა ამერიკელმა აღნიშნა, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული სირთულეები მათ ფინანსებზე მძიმედ აისახება.

რეაქტიული საწვავის ფასები ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დაახლოებით გაორმაგდა და მას შემდეგ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ავიაკომპანიების განცხადებით, ეს მიმდინარე წელს მილიარდობით დოლარის დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, რაც მოგების მარჟას შეამცირებს. სამთავრობო მონაცემების თანახმად, მარტში აშშ-ის ავიაკომპანიებმა საწვავზე 5 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

ავიაგადამზიდავები ბილეთების ფასებს ზრდიან იმ იმედით, რომ ხარჯებს მომხმარებელს გადააკისრებენ; ამასთან, ისინი აუქმებენ იმ რეისებს, რომლებიც მაღალი ფასების პირობებში მომგებიანი აღარ იქნება.

მარტში, აშშ-ის შიდა რეისებზე ეკონომ-კლასის ორმხრივი ბილეთის ფასი წინა წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 570 დოლარი შეადგინა - იუწყება Airlines Reporting Corp., რომელიც ტურისტული სააგენტოების გაყიდვებს აკონტროლებს. ავიაკომპანიების განცხადებით, ჯერჯერობით გაძვირებულ ტარიფებს ჯავშნების რაოდენობაზე უარყოფითად არ უმოქმედია და ისინი იმედოვნებენ, რომ წლის განმავლობაში საწვავის გაზრდილი ხარჯების კიდევ უფრო მეტად ანაზღაურებას შეძლებენ.

სუნუნუმ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცნობიერებენ ომით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს: „მათ ეს ესმით... და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ცდილობენ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

იმედი