მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: რუსეთი ბელარუსზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას
The Wall Street Journal: რუსეთი ბელარუსზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას

The Wall Street Journal: რუსეთი ბელარუსზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას

იმედი|imedinews.ge

რუსეთი ცდილობს ბელარუსთან სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს და ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე ომში ახალი ფრონტის გასახსნელად გამოიყენოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ფონზე, კიევი ბელარუსის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმების შესახებაც საუბრობს.

ყოფილი და მოქმედი რუსი და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისში მოსკოვმა ბელარუსზე ზეწოლის კამპანია დაიწყო. მათი თქმით, კრემლი ცდილობს, ქვეყანა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაფართოებისთვის ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების წინააღმდეგ არატრადიციული ოპერაციების განხორციელებისთვის პლაცდარმად გამოიყენოს.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, აღნიშნული ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ომის ესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს, მაშინ, როდესაც რუსეთის არმიას აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლა უჭირს, ხოლო ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ სუსტდება.

ოფიციალური პირების თქმით, ამ გეგმაში მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა ბელარუსს დაეკისროს, სადაც რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს განთავსებული.

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, გასულ თვეში დაახლოებით 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უთხრა, რომ პარიზს ჰქონდა ინფორმაცია ომში ბელარუსის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ლუკაშენკოს თქმით, მაკრონმა მას ამისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მაკრონის თანაშემწემ სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებიც ბელარუსს ემუქრება, თუ ის თავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომში ჩათრევის საშუალებას მისცემს“.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში თავდაპირველი შეჭრისას ბელარუსის ტერიტორია გამოიყენა, მინსკი კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობისგან ძირითადად თავს იკავებდა, აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი