მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ფიქრობს, რომ აშშ ირანთან ომის გამო დასუსტებულია
The Washington Post: ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ფიქრობს, რომ აშშ ირანთან ომის გამო დასუსტებულია

The Washington Post: ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ფიქრობს, რომ აშშ ირანთან ომის გამო დასუსტებულია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის დაზვერვის ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კრემლი ირანთან ომის გამო შეერთებულ შტატებს დასუსტებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს რუსეთს ევროპაში ამერიკის ინტერესებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეტკლიფის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებების დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, CIA-ს დირექტორმა მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი რუსეთისთვის უკუშედეგის მომტანი იქნება.

რეტკლიფი მოსკოვში სამშაბათს ჩავიდა. ეს CIA-ს დირექტორის მიერ რუსეთის დედაქალაქში 2021 წლის შემდეგ პირველი საჯარო ვიზიტია. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი კრემლის დარწმუნებას ცდილობდა, რომ უკრაინაში შეჭრაზე უარი ეთქვა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა რეტკლიფთან შეხვედრები დაადასტურა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში „არაფერი უჩვეულო“ არ ყოფილა. კრემლის ინფორმაციით, რეტკლიფს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა არ ჰქონია.

გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუტინი ირანთან ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო აშშ-ს დასუსტებულად მიიჩნევს, გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ თეირანის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის შედეგად ამერიკის ჯარების მზადყოფნა შემცირდა და საბრძოლო მასალის მარაგები იკლებს, წერს გამოცემა.

აშშ-ის არმიის სტრატეგიული შეიარაღების მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ შორისაა Patriot-ისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე შეტევითი შეიარაღების ისეთი სახეობები, როგორიცაა Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტები და მოკლე რადიუსის Army Tactical Missile System-ის რაკეტები, რომლებიც უკრაინაშიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

The Washington Post-მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაკარგა Reaper-ის ტიპის სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების დაახლოებით მეოთხედი. თითოეული ასეთი აპარატის ღირებულება 30-დან 50 მილიონ დოლარამდეა და ისინი დაზვერვისა და სამიზნეების განსაზღვრისთვის გამოიყენება.

როგორც გამოცემა წერს, შეიარაღების დეფიციტმა აზიაში აშშ-ის მოკავშირეები შეაშფოთა და ვაშინგტონის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა, შეძლებს თუ არა ის ჩინეთთან შესაძლო დაპირისპირების შეკავებას.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები საჯაროდ უარყოფენ, რომ შეიარაღების სერიოზული დეფიციტი არსებობს, თუმცა ამავე დროს ისინი იარაღის მწარმოებლებს მოუწოდებენ, ახალი შეიარაღების წარმოება სწრაფად გაზარდონ.

პუტინის მიერ ირანთან ომის ფონზე აშშ-ის სტრატეგიული მდგომარეობის შეფასების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მეთოდზე ან იმაზე, თუ რამდენად დარწმუნებულნი არიან CIA-ს ანალიტიკოსები მისი სიზუსტეში, ინფორმირებულ პირებს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.

The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინაში სახმელეთო ომი დიდწილად ჩიხშია შესული, თუმცა მოსკოვი და კიევი ერთმანეთის ტერიტორიებზე სულ უფრო დამანგრეველ იერიშებს ახორციელებენ.

უკრაინა მნიშვნელოვან სამიზნეებს უტევს და ხშირად რუსეთის ენერგეტიკისა და ონლაინ ვაჭრობის სექტორების საკვანძო ობიექტებს ესხმის თავს. ამავდროულად, მოსკოვი კვლავ ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებს, ასევე სამრეწველო ინფრასტრუქტურასა და ელექტროსადგურებს უკრაინის მასშტაბით.

რუსეთმა ისარგებლა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების შემცირებული მარაგებით, რომელთა დიდი ნაწილი შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა.

ევროპის ქვეყნებმა კიევისთვის სარაკეტო ჩამომგდები რაკეტების მიწოდების პირობა დადეს, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკრაინაში მხოლოდ მომავალ წელს ჩავა.

რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი „ნაკლებად იყო დაკავშირებული იმასთან, რომ პუტინი კუთხეშია მომწყვდეული“, რადგან მისმა არმიამ უკრაინის ბრძოლის ველზე ჩიხის გარღვევა ვერ შეძლო, და უფრო მეტად იმით, რომ „რუსეთი მიიჩნევს, რომ ჩვენ გამოფიტული ვართ და ჩარევა აღარ შეგვიძლია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა.

მისივე თქმით, რეტკლიფმა რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ეს ტრამპს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარეს გადახრის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 151 სტატია.

  • შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებსრუსთავი 2
  • ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ზელენსკიBM.GE
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →

მსგავსი სტატიები

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

იმედი

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

იმედი

დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად

დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად

იმედი