მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: ტრამპის ადმინისტრაცია მალიში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს
The Washington Post: ტრამპის ადმინისტრაცია მალიში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს

The Washington Post: ტრამპის ადმინისტრაცია მალიში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს

იმედი|imedinews.ge

საკითხში ჩახედული მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია დასავლეთ აფრიკაში, მალიში, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება JNIM-ის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

სამხედრო გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, მალი მერვე ქვეყანა გახდება, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა მეორე ვადის დაწყების შემდეგ დარტყმები განახორციელა.

„ეს მისი საპრეზიდენტო კურსის სრულიად ახალი ფურცელია, თუმცა თავდაპირველად ის ირწმუნებოდა, რომ გლობალური ომების დასრულებასა და რესურსების ამერიკელებზე მიმართვას გეგმავდა“, - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა ამ დაჯგუფებაზე დარტყმის განხორციელება. მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ცნობით, რომლებიც, სხვების მსგავსად, სამხედრო დაგეგმვაზე საუბრისას ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, ძალის გამოყენების აქტიური მომხრე კონტრტერორიზმის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, სებასტიან გორკაა.

დაჯგუფებამ, რომლის სრული დასახელებაა „ჯამაათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინი“, მალიში მთავარი საყრდენი ბაზა შექმნა და თავდასხმებს დასავლეთ აფრიკის სანაპირო სახელმწიფომდეც აფართოებს. დღეს ის რეგიონში ყველაზე კარგად აღჭურვილ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დაჯგუფებად ითვლება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპიBM.GE
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი