მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: ტრამპმა დონორებს განუცხადა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯეი დი ვენსის ხილვა სურს
The Washington Post: ტრამპმა დონორებს განუცხადა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯეი დი ვენსის ხილვა სურს

The Washington Post: ტრამპმა დონორებს განუცხადა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯეი დი ვენსის ხილვა სურს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ დონორებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სურს, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მოიპოვოს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს მიანიშნებს, რომ ტრამპი საჯაროდ ვენსის მხარდაჭერისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი მრჩეველი მიიჩნევს, პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება მემკვიდრის შესახებ ჯერ არ მიუღია.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ჯეი ჯეი დი უნდა ავირჩიოთ“, - განაცხადა ტრამპმა დაახლოებით ორი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დონორებთან შეხვედრისას.

ეს განცხადება განსხვავდება ტრამპის ბოლო ერთი წლის საჯარო რიტორიკისგან, როდესაც ის თითქოს ხელს უწყობდა კონკურენციას ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის. პრეზიდენტი არაერთხელ ამბობდა, რომ ისინი კარგი საარჩევნო ტანდემი იქნებოდა და თავს არიდებდა იმის თქმას, ვის ამჯობინებდა საპრეზიდენტო კანდიდატად, წერს გამოცემა.

თუმცა, იმავე პერიოდში, როდესაც ტრამპი ოვალურ კაბინეტში დონორებთან ვენსს აქებდა, კულისებში ის კვლავ ინტერესდებოდა, ვის უფრო მეტი შანსი ჰქონდა - ვენსს თუ რუბიოს. თეთრი სახლის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს Marine One-ით ფრენის დროს თანამშრომლებს ამ თემაზე კითხვებიც დაუსვა.

ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელსაც პრეზიდენტის დონორებთან საუბრის შესახებ ინფორმაცია აქვს, განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერს პირად საუბრებში უკვე გადაწყვეტილი აქვს, „რესპუბლიკური“ პარტიის მომავალი ლიდერი ჯეი დი ვენსი იქნება. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის დააყენებს ვენსი თავის კანდიდატურას ან როდის დაუჭერს მას ტრამპი საჯაროდ მხარს.

ამასთან, ტრამპის ექვსმა სხვა მრჩეველმა და მოკავშირემ გამოცემას განუცხადა, რომ არ არიან დარწმუნებულები, თითქოს პრეზიდენტმა საბოლოო არჩევანი უკვე გააკეთა. მათი თქმით, ტრამპი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამეს ეუბნება და შესაძლოა 2028 წლის მხარდაჭერის საკითხზე აზრიც შეიცვალოს.

ტრამპის გარემოცვაში ასევე მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი მხარდაჭერის ოფიციალურად გამოცხადებას მაქსიმალურად გადადებს, რათა ვადის ამოწურვამდე პოლიტიკურად დასუსტებულ ლიდერად არ აღიქვან.

„ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, ან მოვლენებს ძალიან უსწრებს, ან პრეზიდენტს კარგად არ იცნობს“, - განაცხადა იმავე წყარომ, რომელსაც ტრამპის მიერ ვენსისა და რუბიოს შედარებაზე დასმული კითხვების შესახებ ინფორმაცია აქვს.

თავად ჯეი დი ვენსს 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობის გეგმები ჯერ არ დაუდასტურებია. The Washington Post-ის ცნობით, მასთან დაახლოებული პირები ამბობდნენ, რომ წლის დასაწყისისთვის გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ვენსი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ მიიღებდა. მისი შვილი 19 ივლისს დაიბადა.

ვენსმა ივნისში CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხს მეუღლესთან ერთად შუალედური არჩევნების შემდეგ განიხილავს. ამასთან, აღნიშნა, რომ „ეჭვი არ ეპარება, აშშ-ის პრეზიდენტი ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს“. მან ასევე არაერთხელ თქვა, რომ ამ ეტაპზე მთლიანად ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობებზეა კონცენტრირებული და მარკო რუბიოსთან კარგი ურთიერთობა აქვს.

მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკურ“ პარტიაში შესაძლო მემკვიდრეობისთვის ბრძოლამ უკვე შექმნა წინასაარჩევნო შიდაპარტიული დაპირისპირების ნიშნები. დონორები, აქტივისტები და პარტიის სხვა გავლენიანი წარმომადგენლები უკვე ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას ან კრიტიკას ჯეი დი ვენსის მიმართ.

ვენსი ან რუბიო შესაძლოა „რესპუბლიკური“ პარტიის შიგნით ისეთი თავდასხმების სამიზნე გახდნენ, როგორსაც თავად ტრამპის მიმართ პარტია თავს არიდებს. მსგავსი ტენდენცია უკვე შეინიშნება სოციალურ ქსელებში, სადაც მემარჯვენე ინფლუენსერები ირანთან ომის გამო ვიცე-პრეზიდენტს აკრიტიკებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

იმედი

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

იმედი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

იმედი