მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: ტრამპმა ჰეგსეტისგან განმარტებები მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიყვანეს შეცდომაში საბრძოლო მარაგების დეფიციტის საკითხზე, რაც ახლა ირანთან სამხედრო ვარიანტების შეზღუდვის საფრთხეს ქმნის
The Washington Post: ტრამპმა ჰეგსეტისგან განმარტებები მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიყვანეს შეცდომაში საბრძოლო მარაგების დეფიციტის საკითხზე, რაც ახლა ირანთან სამხედრო ვარიანტების შეზღუდვის საფრთხეს ქმნის

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილებამ ირანთან დაკავშირებული ომის გამო გასულ კვირას კემპ-დევიდში კულმინაციას მიაღწია, სადაც მან თავდაცვის მდივნისგან, პიტ ჰეგსეტისგან განმარტებები მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიყვანეს შეცდომაში საბრძოლო მარაგების დეფიციტის საკითხზე, რაც ახლა ირანთან სამხედრო ვარიანტების შეზღუდვის საფრთხეს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი გასულ პარასკევს, კემპ-დევიდში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის კულუარებში მოხდა. ტრამპმა ჰეგსეტს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, საბრძოლო მასალების პრობლემა „უკვე მოგვარებული იყო“.

საბრძოლო მასალების დეფიციტი - განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ მართვად რაკეტებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებში - გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ტრამპმა ბოლო დღეებში თავი შეიკავა ირანზე დამატებითი მასშტაბური დარტყმების მიყენებისგან - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევის“ განხორციელებაზე, თუმცა მოგვიანებით ის გააუქმა - ჰორმუზის სრუტის ირგვლივ ახალი მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე.

პრეზიდენტმა გასულ ღამეს განაცხადა, რომ აშშ-ს საბრძოლო მასალების „უზარმაზარი მარაგი“ აქვს. მან Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ „დიდი რაოდენობით შეიარაღება იწარმოება და საჭიროებისამებრ იგზავნება აშშ-ში“.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა გამოაცხადა ახალი შეთანხმებები ყველაზე კრიტიკული შეიარაღების წარმოებაზე, როგორიცაა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, უშუალოდ ამ საბრძოლო მასალების დამზადებას შესაძლოა ორ წლამდე დასჭირდეს, შესაბამისად, დეფიციტის სწრაფად აღმოფხვრის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • გაეროს ასამბლეას ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრებიან - აშშ-მა მათ ვიზები მისცაBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • ირანი შეთანხმების მიღწევას დაჩქარებულად და ნებისმიერ ფასად ცდილობს - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →ტრამპი →საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი