მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტიერი მარიანი იუკნევიჩიენეს რეზოლუციაზე: როცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ზოგიერთი მედია უნდა ავკრძალოთო, ამით ისინი დემოკრატიას კრძალავენ, კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას და აზრთა მრავალფეროვნებას. ამიტომაც გაოგნებული ვარ
ტიერი მარიანი იუკნევიჩიენეს რეზოლუციაზე: როცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ზოგიერთი მედია უნდა ავკრძალოთო, ამით ისინი დემოკრატიას კრძალავენ, კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას და აზრთა მრავალფეროვნებას. ამიტომაც გაოგნებული ვარ

იმედი|imedinews.ge

9 მაისი ევროპის დღეა და აქ ევროპის ყველა მოქალაქეს შეუძლია დასვას შეკითხვა, თუ რა ხდება. გარეთ თუ შეხედავთ შენობას, წერია - დემოკრატია, რაც ორუელისეულ დიდ რეკლამას მოგვაგონებს. რეალურად კი მე შეშფოთებული ვარ, რადგან დემოკრატია საჭიროებს პრესის თავისუფლებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს პრესა არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც ამ პარლამენტის უმრავლესობა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე, რომელშიც ის მედიასაშუალებების - „იმედის“, „რუსთავი2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

როგორც ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, როდესაც რომელიმე ევროპარლამენტარი საუბრობს რომელიმე მედიის აკრძალვაზე, ეს იგივეა, რომ დემოკრატიის აკრძალვა მოითხოვოს.

„როცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომელთაც სიტყვა დემოკრატია მხოლოდ პირზე აკერიათ, ამბობს, რომ ზოგიერთი მედია უნდა ავკრძალოთო, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მედიაზე საუბრობენ, მედიაზე საქართველოდან, სერბეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან. პრობლემა იმაშია, რომ ამით ისინი დემოკრატიას კრძალავენ, კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას და აზრთა მრავალფეროვნებას. ამიტომაც გაოგნებული ვარ. არიან ქვეყნები, როგორებიცაა სერბეთი და საქართველო, რომლებიც კანდიდატი სახელმწიფოები არიან და მათი ადგილი ევროკავშირშია, თუმცა ამ შემთხვევაში მათი განსხვავებულობაც უნდა მივიღოთ. თუკი ეს ქვეყნები ირჩევენ მთავრობას, რომელიც ამ ევროკომისიასთან თანხვედრაში არ არის, ყველაფერი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. მათ აქვთ განსხვავებული არჩევანის უფლება. მედიის აკრძალვა იმის გამო, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა ან თავად მედია არ არის ევროკავშირის მოსაზრებებთან თანხვედრაში, ასეთი რამ ვფიქრობ საბჭოთა კავშირის პერიოდში ხდებოდა.

მე ვემხრობი სიტყვის თავისუფლებას. მედიის აკრძალვა, პირველ რიგში სისულელეა. თანამედროვე ხელსაწყოებით, ვიპიენის გამოყენებით ყველაფრის ნახვა შეიძლება. მეორე რიგში კი, ეს კარგი ნიშანი არ არის. თუკი დემოკრატია ვართ, მაშინ უნდა გვქონდეს დებატების მიმღებლობა, უნდა გვესმოდეს, რომ ზოგიერთ მთავრობას თუ მედიას განსხვავებული მოსაზრებები იქნება. ცხადია მე ამ ანგარიშს მხარს არ დავუჭერ. მე არასოდეს ვუჭერ მხარს სოციალური ქსელებისა თუ მედიის შეზღუდვას, რადგან ეს დემოკრატიას არ შეესაბამება. თუკი ევროკავშირი ასეთად უნდა იქცეს, მაშინ მრჩება შთაბეჭდილება, რომ წარსულში ვბრუნდებით“, - განაცხადა ტიერი მარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება