მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ რუხაძე: წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი
თინათინ რუხაძე: წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი

იმედი|imedinews.ge

წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

მისივე თქმით, 26 მაისი თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული სიამაყის დღეა.

„26 მაისი თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული სიამაყის დღეა, დღე, როდესაც გამორჩეულად გვეამაყება ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ უძველესი კულტურისა და ისტორიის ერი ვართ, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში შეძლო საკუთარი იდენტობის, სუვერენიტეტის, კულტურის და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება. ეს ფასეულობები ჩვენთვის ჰუმანურობას, მშვიდობას, შრომას და ერთმანეთის პატივისცემას გულისხმობს.

წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი. ეს არის თარიღი, რომელიც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საქართველო არის უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, მშვიდობიანი, ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც ღირსეულად იცავს საკუთარ სახელმწიფოს, თავისუფლებასა და ეროვნულ ფასეულობებს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში, ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 26 მაისისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი