მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტომაშ ფროელიხი: ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოტივაცია ბრიუსელის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების თანმდევია - თქვენი ტელეკომპანიის აკრძალვა სურთ, რადგან თქვენ მათთვის სასურველ სარედაქციო ხაზს არ მიჰყვებით
ტომაშ ფროელიხი: ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოტივაცია ბრიუსელის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების თანმდევია - თქვენი ტელეკომპანიის აკრძალვა სურთ, რადგან თქვენ მათთვის სასურველ სარედაქციო ხაზს არ მიჰყვებით

იმედი|imedinews.ge

ეს ორმაგი სტანდარტია, ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოტივაცია კი ბრიუსელის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების თანმდევია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშში ევროპარლამენტარების - რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის ინიციტივით შევიდა.

მისივე თქმით, სახეზეა „იმედის“ შესახებ სიცრუის გავრცელება.

„მედიის თავისუფლებაზე გამუდმებით ვსაუბრობთ, გამოხატვის თავისუფლებაზე, პლურალიზმზე, ამ დროს კი თქვენი ტელეკომპანიის აკრძალვა სურთ, რადგან თქვენ მათთვის სასურველ სარედაქციო ხაზს არ მიჰყვებით.

თქვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად გაუგებარია, თუ მედიის თავისუფლებას იჩემებ, მაშინ უნდა შეეგუო რომ შენთვის მიუღებელი ტელეკომპანიებიც არსებობენ, რომლებიც განსხვავებულ თვალსაზრისს სთავაზობენ მაყურებელს. მე ვიტყოდი, რომ თქვენ გაცილებით უფრო კარგად გაქვთ ბალანსი დაცული, ვიდრე ტელეკომპანიებს აქ - ბრიუსელში“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება