მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოსთვის
თორნიკე ჭეიშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოსთვის

იმედი|imedinews.ge

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, საქართველოსთვის, როგორც ასევე დაკავშირებადობის ფუნქციის მატარებელი ქვეყნისთვის, ძალიან საინტერესოა ის გზა, ის გამოცდილება, რომელიც სინგაპურში არსებობს ამ თვალსაზრისით.

„როგორც უშუალოდ პრემიერმა გამართა ძალიან მაღალი დონის შეხვედრები შესაბამისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა თავის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებთან ჰქონოდათ ძალიან პროდუქტიული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სექტორული თანამშრომლობები განვითარდეს.

რაც შეეხება სინგაპურთან საქართველოს ურთიერთობებს და შესაბამის პერსპექტივას, რომელიც გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საინტერესო სახელმწიფო ჩვენთვის. საინტერესო თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სინგაპურმა შეძლო თავისი გეოგრაფიული, ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება იმგვარად, რომ ფაქტობრივად მოეხდინა ეკონომიკური სასწაული. ძალიან მოკლე დროში, ძალიან სწრაფად განევითარებინა თავისი ეკონომიკა. დღესდღეობით სინგაპური ერთ-ერთი ცენტრია სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ინოვაციების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც ასევე დაკავშირებადობის ფუნქციის მატარებელი ქვეყნისთვის, ძალიან საინტერესოა ის გზა, ის გამოცდილება, რომელიც სინგაპურში არსებობს ამ თვალსაზრისით.

გარდა ამისა, კონკრეტული მიმართულებებით უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ძირითადად ეს უკავშირდება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, სატრანსპორტო სფეროს“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებაBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • "ნეთანიაჰუს პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს თავად ისრაელსაც, უდიდესი ზიანი ადგება პალესტინელებს და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრირუსთავი 2
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

იმედი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი