მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა უპირველესად არის ის, რომ სახელმწიფოს ეპიცენტრში არის ადამიანი, როგორც ღირსებადაცული - ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები
თორნიკე ჭეიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა უპირველესად არის ის, რომ სახელმწიფოს ეპიცენტრში არის ადამიანი, როგორც ღირსებადაცული - ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები, ეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს ეპიცენტრში ღირსებადაცული ადამიანია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა უპირველესად არის ის, რომ ზოგადად, საზოგადოებრივი ურთიერთობების, პოლიტიკური პროცესის თუ ასე შემდეგ, სახელმწიფოს ეპიცენტრში არის ადამიანი, როგორც ღირსებადაცული - ეს არის მთავარი მიზანი ამ ჩვენი პოლიტიკისა და პოლიტიკური კურსის. სწორედ ამაზეა საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები, ეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიზანია, საზოგადოებაში დააბრუნონ ისეთი წესები, იმგვარი მიდგომები კომუნიკაციასთან მიმართებით, რომელიც გამორიცხავს შეურაცხყოფის ფონზე აზრების გამოთქმას.

„ეს არ არის არც ჩვენს კულტურაში, არც ჩვენს ტრადიციებში. იმედია ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვინდა იმგვარი საზოგადოება, სადაც იქნება ერთი მხრივ, აზრის მრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანები შეძლებენ იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს თუნდაც, განსხვავებული ხედვები ყველაზე მწვავე საკითხებში შეძლონ და გაუზიარონ ნორმალური ფორმით და ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესად და სტანდარტად არ დადგინდეს ის, რასაც ამ ბოლო წლებში ჩვენ თავს გვახვევდნენ, რაც გულისხმობს სიძულვილის ენის ამ კამპანიების აგორებას, ტირაჟირებას აბსოლუტურად განუსაზღვრელ ფარგლებში“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი