
ტრამპი: ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია
იმედი|imedinews.ge
ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი ხომალდი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემურად განადგურდება. კოსმოსური ძალების მეშვეობით ჩვენ ვადევნებთ თვალს სრუტის თითოეულ კვადრატულ მეტრს, ისევე როგორც „პიკაქსის მთას“ და უკვე განადგურებულ სამ სხვა ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსებაზე მკაცრად მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge