
ტრამპმა კანადას ტარიფები გაუზარდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, სატვირთოებზე, ავტონაწილებსა და ფოლადზე ტარიფების 50%-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საბაჟო გადასახადები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. როგორც ირკვევა, ახალი შეზღუდვები არ შეეხება უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე წარმოებულ პროდუქციას.
დონალდ ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებული პოსტით გაასაჯაროვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ოტავა ამერიკელი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წინააღმდეგ მაღალი ტარიფების დაწესებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, კანადის სავაჭრო პოლიტიკამ ქვეყნებს შორის $60-მილიარდიანი დეფიციტი შექმნა, რაც ამერიკული მხარისთვის მიუღებელია.
ცნობისთვის, ვაშინგტონსა და ოტავას შორის სავაჭრო ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
როგორც ცნობილია, კანადა აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესებას აპირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge