მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ დასრულებისგან, თუმცა ამ წუთში წასვლას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასულ წელს განხორციელებული სამხედრო დარტყმები გადამწყვეტი იყო. როგორც მან აღნიშნა, ის რომ არ განხორციელებულიყო, ირანს ახლა ბირთვული იარაღი ექნებოდა და ისრაელი აღარ იარსებებდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ირანი თავისი ერთ-ერთი ბირთვული ობიექტის აღდგენას ცდილობს. ტრამპმა მკაცრი გაფრთხილება გააკეთა და განაცხადა, რომ აშშ თითოეულ ასეთ მცდელობაზე პასუხს გასცემს.

„ჩვენ იმ ობიექტს დავარტყამთ. ნებისმიერ ადგილს, სადაც ბირთვულ პროგრამაზე თუნდაც ფიქრობენ, უმკაცრესად და ყველაზე მძლავრი დარტყმით გავანადგურებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ტრამპმა ევროპისგან უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალის ანაზღაურება მოითხოვაBM.GE
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი