მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ამერიკის შეიარაღების მარაგზე ინფორმაციის გამავრცელებლებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ტრამპი ამერიკის შეიარაღების მარაგზე ინფორმაციის გამავრცელებლებს სამართლებრივი დევნით ემუქრება

ტრამპი ამერიკის შეიარაღების მარაგზე ინფორმაციის გამავრცელებლებს სამართლებრივი დევნით ემუქრება

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის შეიარაღების მარაგზე ინფორმაციის გამავრცელებლებს სამართლებრივი დევნით დაემუქრა.

თავის სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეერთებულ შტატებს საბრძოლო მასალის უზარმაზარი მარაგი აქვს.

ტრამპმა მოღალატე უწოდა შეიარაღების ნაკლებობაზე ცნობის გამავრცელებლებს და დაწერა, რომ მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანში სამხედრო ოპერაციისას ამერიკის არმიამ რაკეტების მარაგის თითქმის 80% ამოწურა.

„შეერთებულ შტატებს აქვს საბრძოლო მასალის უზარმაზარი მარაგი, განსაკუთრებით გარკვეული ტიპის შეიარაღების. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა იწარმოება და საჭიროებისამებრ იგზავნება აშშ-ში. თავდაცვის კომპანიები ჩვენს ქვეყანაში ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობით ქარხნებსა და საწარმოებს აშენებენ. აღნიშნული მოღალატეობრივი განცხადებების გამავრცელებლები იძებნებიან. მათთვის ხანგრძლივი პატიმრობის სასჯელი იქნება მოთხოვნილი!“, - დაწერა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი