მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა - მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო
ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა - მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო

ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა - მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან.

გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში ტრამპმა, კერძოდ, ირანის ბირთვული შეთანხმების გაუქმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დადებული გარიგება ირანს ბირთვული იარაღის შექმნის გზას უხსნიდა.

„ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა. მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო. მათ ის [ბირთვული იარაღი] ხუთი წლის წინ ექნებოდათ და, ჩემი აზრით, პირველივე კვირაში გამოიყენებდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა სამხედრო ოპერაციებზე და ხაზი გაუსვა B-2 ტიპის ბომბდამშენების გადამწყვეტ როლს ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებაში. პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან ირანი ბირთვული იარაღის შექმნამდე სულ რაღაც ერთი თვის დაშორებით იმყოფებოდა.

„მათ [ირანს] არ ეგონათ, რომ მე დავბრუნდებოდი. ბევრს არ სჯეროდა ამის, თუმცა მე დავბრუნდი, უკეთესად, ვიდრე მანამდე. B-2 ბომბდამშენებმა და მათმა დიდებულმა პილოტებმა თავიანთი საქმე შეასრულეს. რომ არა ეს დარტყმა, მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ, რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკამ ისრაელი სრულ განადგურებას გადაარჩინა და დღეს ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოდ არის სწორედ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მან პრეზიდენტობის დროს მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანანფორმულა
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი