მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: „დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს
ტრამპი: „დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს

ტრამპი: „დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს

იმედი|imedinews.ge

„დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკულ გამოცემა The Epoch Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ნუ აურევთ მაცნეს გზავნილში: ტრამპის ინტელექტის საკითხის შესახებ“.

სტატიის ავტორი, დოქტორი ფილიპ მაკგროუ აღნიშნავს, რომ „ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში არსებობს ერთგვარი თავისებური რიტუალი, რომელიც უფრო მეტს ამბობს თავდამსხმელზე, ვიდრე იმ ადამიანზე, ვისზეც შეტევა ხორციელდება. როდესაც დღის წესრიგით მოტივირებული არგუმენტები ფუძეშივე მარცხდება, კრიტიკოსები ხშირად იცვლიან სტრატეგიას და „ბოლო თავშესაფარს“ - პიროვნულ შეურაცხყოფას მიმართავენ“.

მაკგროუ თავის ვრცელ კომენტარში სწორედ ამ ფენომენს განიხილავს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოგნიტურ შესაძლებლობებსა და ინტელექტთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს.

მაკგროუ ყურადღებას ამახვილებს ფაქტებზე - პრეზიდენტმა ტრამპმა მონრეალის კოგნიტური შეფასების (MoCA) ტესტი, სულ მცირე, სამჯერ გაიარა და ყოველ ჯერზე მაქსიმალური - 30-დან 30 ქულა დააგროვა. 2025 წლის აპრილში „უოლტერ რიდის“ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა ყოვლისმომცველმა ნევროლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა აბსოლუტურად ჯანსაღია.

„ეს არ არის ზღვრული შედეგი. ეს არის ნევროლოგიური ჯანმრთელობის ოფიციალური დადასტურება, რომელსაც არანაირი დამატებითი კითხვის ნიშანი არ ახლავს“, - წერს ავტორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემაში უცხოური აღჭურვილობის გამოყენება აკრძალაBM.GE
  • დონალდ ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაფორმულა
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

იმედი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი