მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ევროკომისიის მიერ Google-ის დაჯარიმებაზე: აშშ ევროპის „ყულაბა“ არ არის და არც არასდროს დავუშვებთ, რომ ასეთად იქცეს - ევროკავშირი ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდის ამ უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქმედებისთვის
ტრამპი ევროკომისიის მიერ Google-ის დაჯარიმებაზე: აშშ ევროპის „ყულაბა“ არ არის და არც არასდროს დავუშვებთ, რომ ასეთად იქცეს - ევროკავშირი ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდის ამ უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქმედებისთვის

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი ისევ ძველებურად აგრძელებს და, როგორც ყოველთვის, პირდაპირ ამოღებული ჰყავს მიზანში დიადი ამერიკული კომპანიები - მას შემდეგ, რაც სრულიად უმიზეზოდ $15 მილიარდით დააჯარიმეს Apple-ი, $3 მილიარდით - Meta, $2.5 მილიარდით - Amazon-ი და მრავალი სხვა, ახლახან შეგვატყობინეს, რომ Google-ს - ჭეშმარიტად მოწინავე და საოცარ ჯგუფს - ყოველგვარი განმარტების გარეშე კიდევ 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრეს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ეს უკანონო და უკიდურესად დისკრიმინაციული პრაქტიკა ასეთ მაღალ დონეზე მძინარა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველივე წელს დაიწყო, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის აღარ გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის „ყულაბა“ არ არის და არც არასდროს დავუშვებთ, რომ ასეთად იქცეს!“ - აღნიშნა თეთრი სახკის ხელმძღვანელმა.

„ეს განცხადება იყოს იმის დასტური, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ «01-ე მუხლით გათვალისწინებულ გამოძიებას ამერიკული კომპანიებისა და, შესაბამისად, ამერიკელი გადამხდელების ძარცვის პრაქტიკაზე. ევროკავშირი ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდის ამ უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქმედებისთვის, რის შესახებაც მათ სისტემატურად ვაფრთხილებდი. ჯარიმები სრულად გაუქმდება, ხოლო მათ მიმართ, ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში სოლიდური ტარიფები დაწესდება“, - დასძინა ტრამპმა.

ევროკავშირმა კომპანია Google-ი ონლაინ კონკურენციის წესების დარღვევისთვის საერთო ჯამში 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ევროკომისიის განცხადებით, Google-მა ციფრული ბაზრების აქტი (Digital Markets Act - DMA) დაარღვია, რადგან საძიებო სისტემაში საკუთარი სერვისები, მათ შორის ონლაინ შოპინგისა და სასტუმროების შეთავაზებები, კონკურენტების მომსახურებებზე უპირატეს მდგომარეობაში აჩვენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ტრამპი: აშშ-ის სასარგებლოდ საფონდო ბირჟაზე მილიარდები ვიშოვეBM.GE
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
ტრამპის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს