მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი: აშშ-ის სასარგებლოდ საფონდო ბირჟაზე მილიარდები ვიშოვე
ტრამპი: აშშ-ის სასარგებლოდ საფონდო ბირჟაზე მილიარდები ვიშოვე

ტრამპი: აშშ-ის სასარგებლოდ საფონდო ბირჟაზე მილიარდები ვიშოვე

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 22:20|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების სერია და განცხადებები გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც აშშ-ის სასარგებლოდ საფონდო ბირჟებსა და სხვა აქტივებში ასობით მილიარდი დოლარის გამომუშავებაზე საუბრობს.

გამოქვეყნებულ მასალებს შორის არის ფოტო, სადაც პრეზიდენტი თეთრ სახლში, საფონდო ბირჟის მონიტორების წინ იჯდა, წარწერით, რომ მან ქვეყნისთვის ასობით მილიარდი დოლარი იშოვა, თუმცა „რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისგან“ ის მხოლოდ კრიტიკას იღებს. ტრამპის თქმით, ის ამერიკისთვის ყოველდღიურად მილიარდებს შოულობს და ეს მოქალაქეებმა უნდა დააფასონ.

„ამას ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებ და არა საკუთარი თავისთვის. აშშ-ის სასარგებლოდ საფონდო ბირჟებსა და სხვა ტიპის აქტივებში ასობით მილიარდი დოლარი ვიშოვე, საკუთარი თავისთვის კი არაფერი გამომიმუშავებია, თუმცა რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისგან მხოლოდ კრიტიკას ვხვდები. ეს ძალიან უსამართლოა, მაგრამ რას იზამ!“ - წერს ტრამპი.

AI-გენერირებული ფოტოების გამოქვეყნების მიუხედავად, ამ განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებები პრეზიდენტს არ წარუდგენია, თუმცა ცნობილია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის აგვისტოში ნახევარგამტარების გიგანტის Intel-ის 10%-იანი წილი შეიძინა, რომლის ღირებულებაც ამჟამად $50 მილიარდს აღემატება. შესაბამისად, ტრამპის განცხადება ნაწილობრივ მაინც შეესაბამება სიმართლეს.

სხვა AI-ფოტოებში ტრამპი ჯორჯ ვაშინგტონთან ერთად ცხენზე ამხედრებული, ან რობერტ დე ნიროს გვერდით ჩანს, რომელსაც მაისურზე წარწერა „ტრამპი ჩემი პრეზიდენტია“ აქვს დატანილი.

ამას გარდა, პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების სერია სხვადასხვა ქვეყნის, ტერიტორიისა თუ ბუნებრივი ობიექტის აშშ-ის საკუთრებად გამოსახვას მიეძღვნა. ერთ-ერთ ფოტოზე ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ახალ ტერიტორიად“ მიიჩნევა, ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ ჰქვია, ხოლო მთვარეს ახლავს წარწერა: „მთვარე ჩვენია“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • სკოტ ბესენტის თქმით დემოკრატები ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეაჩერებენფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმებარუსთავი 2
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

რუსეთის თავდასხმის შედეგად დნეპრში 30 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთის თავდასხმის შედეგად დნეპრში 30 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

BM.GE

რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 7.15%-ს მიაღწია

რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 7.15%-ს მიაღწია

BM.GE

თბილისში კაფე-ბარებსა და თელავის მარკეტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა | სეს

თბილისში კაფე-ბარებსა და თელავის მარკეტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა | სეს

BM.GE

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა

BM.GE