მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს
ტრამპი ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს

ტრამპი ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს.

პრეზიდენტის თქმით, ის სულ რაღაც ერთი საათით იყო დაშორებული ირანის დაბომბვის განახლების გადაწყვეტილებასთან, თუმცა მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის გამო პროცესი დროებით შეაჩერა.

„მე არასოდეს ვეუბნები არავის, თუ როდის ვგეგმავ მოქმედებას. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. მე ვიტყოდი, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი საათი მაკლდა. ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს აქ, ამ მშვენიერ დარბაზში, სულ სხვა თემაზე კი არ ვისაუბრებდით, არამედ იმაზე [დარტყმებზე] ვილაპარაკებდით. მე უკვე მიღებული მქონდა გადაწყვეტილება და სწორედ მაშინ დამირეკეს. მათ გაიგეს, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე, და მითხრეს: „სერ, ხომ არ შეგვიძლია კიდევ რამდენიმე დღე მოგვცეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი გონივრულად იქცევიან?“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა დააზუსტა დროის ის ჩარჩო, რომელსაც თეთრი სახლი თეირანს აძლევს საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი ირანის ბირთვულ ამბიციებს არ შეეგუება.

„ვგულისხმობ 2 ან 3 დღეს - შესაძლოა პარასკევს, შაბათს, კვირას ან რამე მსგავსს. შესაძლოა მომავალი კვირის დასაწყისს; ეს არის დროის შეზღუდული პერიოდი, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ ახალი ბირთვული იარაღი ჩაუვარდეთ ხელში“, - დასძინა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი