მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“
ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“

ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.

„მათ ეგონათ, რომ დროს გაწელავდნენ - ფიქრობდნენ, მოვიცდით, მას ხომ შუალედური არჩევნები აქვსო“, - განაცხადა ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე და უგულებელყო შეშფოთება ომის პოლიტიკურ ფასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით.

„მე არ მადარდებს შუალედური არჩევნები. შეხედეთ, რა მოხდა გუშინ ღამით, ეს იყო შუალედური არჩევნების პრელუდია. ხალხს ეს ესმის“, - თქვა მან და მიანიშნა ტეხასის „რესპუბლიკური“ პარტიის სენატის პრაიმერისის მეორე ტურში მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებაზე.

მისი თქმით, აშშ მალე მიაღწევს შეთანხმებას კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი პირობებით და მზად არის განაახლოს საომარი მოქმედებები, თუ საკუთარ მოთხოვნებს ვერ უზრუნველყოფს.

„ჩვენ არ ვართ ამით კმაყოფილი, მაგრამ ვიქნებით“, - განაცხადა ტრამპმა. „ან ასე იქნება, ან მოგვიწევს, უბრალოდ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“.

მან ასევე მიუთითა ირანში ინტერნეტზე წვდომის აღდგენაზე, როგორც რეჟიმის ხისტის პოზიციის შესუსტების ნიშანზე და აღნიშნა, რომ „მათი მთელი ეკონომიკური სისტემა ჩამოშლილია“.

„მათ უბრალოდ შეთანხმების მიღწევა სურთ“, - თქვა მან. „არ ვფიქრობ, რომ მათ სხვა არჩევანი აქვთ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი