მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა
ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაიმუქრა, თუ პარიზი ამერიკული ტექნოლოგიური კონცერნებისთვის ციფრულ მომსახურებაზე 3-პროცენტიან გადასახადს არ გააუქმებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ეს გაფრთხილება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირადად გადასცა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ 100%-იანი ტარიფი დავაწესო საფრანგეთიდან შემოსულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე. მათ მხოლოდ ამ გადასახადზე უარის თქმა სჭირდებათ და მაშინ მაკრონზე ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა გაზეთ New York Post-თან ინტერვიუში.

ტრამპი მაკრონს დღეს საფრანგეთის ქალაქ ევინ-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვდება.

DW-ს ცნობით, ალკოჰოლი ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტირებულ ძირითად საქონელთა შორისაა: ევროსტატის მონაცემებით, 2024 წელს მიწოდების მოცულობამ დაახლოებით 9 მილიარდი ევრო შეადგინა. ამჟამად, ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტირებულ ღვინოებსა და სპირტიან სასმელებზე 15%-იანი ტარიფი მოქმედებს. საფრანგეთი აქტიურად ითხოვს ამ განაკვეთის ნულამდე შემცირებას მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს შოტლანდიაში ტრამპი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე შეთანხმდნენ.

2019 წლიდან საფრანგეთი 3%-იან მოსაკრებელს აწესებს ციფრული მომსახურებიდან მიღებულ იმ შემოსავლებზე, რომლებსაც ქვეყანაში ისეთი კომპანიები გამოიმუშავებენ, რომელთა წლიური ბრუნვა საფრანგეთში 25 მილიონ ევროს, ხოლო გლობალური შემოსავალი - 750 მილიონ ევროს აჭარბებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი