მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: მელონი მეხვეწებოდა, სურათი გადამეღო მასთან, შემეცოდა
ტრამპი: მელონი მეხვეწებოდა, სურათი გადამეღო მასთან, შემეცოდა

ტრამპი: მელონი მეხვეწებოდა, სურათი გადამეღო მასთან, შემეცოდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სურათის გადაღებას სთხოვდა.

როგორც მედია იუწყება, ინტერვიუს დასაწყისში ტრამპი მელონით დაინტერესდა.

„როგორ არის თქვენი პრემიერ-მინისტრი? რა თქვა, როცა შემხვდა? ალბათ, ის მოხარულია, რომ მას გავესაუბრე“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა იტალიელ ჟურნალისტებს აგრეთვე განუცხადა, რომ მას არ უნდა ესაუბრა მელონისთან.

„არ უნდა მესაუბრა მასთან. არ ვიცი, რა ვთქვა. მეხვეწებოდა, სურათი გადამეღო. მას ძალიან უნდოდა, რომ სურათი გადამეღო. არ დავთანხმდებოდი, მაგრამ შემეცოდა“, - თქვა ტრამპმა.

როგორც იტალიური მედია აღნიშნავს, მელონი ერთ დროს ტრამპის უახლოესი მეგობარი იყო. ის იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

თუმცა, ტრამპსა და მელონის შორის ურთიერთობა ირანში ომის დაწყების შემდეგ გაფუჭდა. იტალიამ სიცილიაზე არსებული ავიაბაზით სარგებლობის უფლება აშშ-ს არ მისცა. ამის გამო ტრამპმა მელონი უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის შეიცვალა. ტრამპის განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ მელონი რომის პაპი ლეო მე-XIV თეთრი სახლის კრიტიკისგან დაიცვა.

მედიის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ მელონიმ განაცხადა, რომ ტრამპთან ურთიერთობები არ შეცვლილა, არავითარი „ურთიერთბრალდება“ არ გაჟღერებულა და ორ ლიდერს ერთმანეთის ესმის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა