მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას ირანის მონაწილეობით დაიწყებს. თეირანში ამას უარყოფენ
ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას ირანის მონაწილეობით დაიწყებს. თეირანში ამას უარყოფენ

ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას ირანის მონაწილეობით დაიწყებს. თეირანში ამას უარყოფენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა ოპერაცია Project Freedom, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი ნეიტრალური ქვეყნების გემების გაცილებაა, როგორც „ჰუმანიტარული ჟესტის“. მისი თქმით, ოპერაცია ორშაბათს დაიწყება. გადაწყვეტილება მიიღეს მესამე ქვეყნების მიმართვის საფუძველზე, რომლებიც „თავიანთი გემების გათავისუფლებას ითხოვდნენ“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ გემებზე საკვების მარაგი იწურება და ჰუმანიტარული პირობები უარესდება. ამასთან, გამოყვანილი გემები სრუტეში არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ რაიონი ნაოსნობისთვის უსაფრთხო არ გახდება. თუ ოპერაციას წინააღმდეგობას გაუწევენ, „მოგვიწევს საკითხის ძალისმიერი გზით მოგვარება“, - განაცხადა ტრამპმა.

მედიის მონაცემებით, ოპერაცია არ ითვალისწინებს ბლოკირებული გემების უშუალო გაცილებას აშშ-ის სამხედრო ხომალდების მიერ. თუმცა, ისინი სიახლოვეს იქნებიან თავდასხმის შემთხვევისთვის.

თეირანმა საპასუხოდ, აშშ სრუტის სიტუაციაში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა. „აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაოსნობის ახალ წესებში განიხილება, როგორც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა“, - განაცხადა ორშაბათს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ იბრაჰიმ ასისიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →ირანის →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი