მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპის განცხადებით, კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა
ტრამპის განცხადებით, კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა

ტრამპის განცხადებით, კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კანადას აკისრებს „პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის სათანადოდ არ უვლის თავის ტყეებსა და ბუჩქნარებს“.

„ჩვენ კანადას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას მათი ტყეებისა და ბუჩქნარების არასათანადო მოვლის გამო. შეერთებული შტატები იძულებულია, გაუმკლავდეს უსაფუძვლოდ შემოჭრილ დაბინძურებულ და არაჯანსაღ ჰაერს, რომლის ხარისხიც სიცოცხლისთვის საშიში და სრულიად მიუღებელია! დღის განმავლობაში დავუკავშირდები პრემიერ-მინისტრს, რათა გავარკვიო, რა ზომების მიღებას აპირებენ ისინი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მიყენებული ზიანი კი შეუფასებელია!“ - აღნიშნა ტრამპმა.

„კანადამ უარი თქვა ტყის მართვისა და ნარჩენების გაწმენდის ელემენტარული სამუშაოების შესრულებაზე, კარგად იცოდა რა, რომ ასეთი უმოქმედობა ზუსტად ამ შედეგამდე მიგვიყვანდა. ეს არის შეგნებული დაუდევრობა, რომელიც უკვე ყოველწლიურ მოვლენად იქცა და შეერთებულ შტატებს მილიარდობით დოლარი უჯდება. ამ დაბინძურებით მიყენებული ზიანი აუცილებლად უნდა აისახოს იმ საბაჟო ტარიფებზე, რომლებსაც კანადა ამჟამად იხდის“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • ტრამპი კანადურ კომპანიებს აშშ-ში გადასვლისკენ მოუწოდებს, რათა ტარიფებს ასცდნენBM.GE
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

იმედი

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

იმედი

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

იმედი

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

იმედი