მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, სათაურით „მაიამიში აშშ-ის პროკურორი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმით Deep State-ს „მესიჯს“ უგზავნის“
ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, სათაურით „მაიამიში აშშ-ის პროკურორი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმით Deep State-ს „მესიჯს“ უგზავნის“

ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, სათაურით „მაიამიში აშშ-ის პროკურორი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმით Deep State-ს „მესიჯს“ უგზავნის“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სტატია გააზიარა, სადაც აღნიშნულია, რომ მაიამის პროკურორი ჯეისონ რედინგ კინიონესი deep states-ს „გზავნილს“ უგზავნის და ყოფილ პროკურორს ბრალს სდებს.

აღსანიშნავია, რომ ჯეისონ რედინგ კინიონესი არის ადამიანი, რომელმაც კუბის ყოფილ დიქტატორს რაულ კასტროსა და ვენესუელის ყოფილ ლიდერს ნიკოლას მადუროს ბრალი წარუდგინა. ის აგრეთვე ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ საქმესაც იძიებს.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯეისონ რედინგ კინიონესმა მოითხოვა ბრალი წარუდგინონ აშშ-ის პროკურორის ყოფილ თანაშემწეს კარმენ მერსედეს ლაინბერგერს. ის მას ტრამპთან დაკავშირებული ჯეიკ სმიტის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებიდან გასაიდუმლოებული ანგარიშის მოპარვის მცდელობაში სდებს ბრალს.

„ეს გზავნილი არა მხოლოდ პროკურორს, არამედ სახელმწიფოს ნებისმიერ მოხელეს ეხება და მიუთითებს იმაზე, რომ როცა თქვენ ფიცს დებთ იმუშაოთ მთავრობაზე, გიჩნდებათ ვალდებულებები დაიცვათ კონსტიტუცია და კეთილსინდისიერად შეასრულოთ უფლება-მოვალეობები. ფლორიდის სამხრეთ ოლქში ჩვენ ამას სრული სერიოზულობით ვუდგებით“, - აღნიშნა ჯეისონ რედინგ კინიონესმა.

როგორც მედია აღნიშნავს, ლაინბერგერმა, რომელიც პენსიაზე გასვლისთვის ემზადებოდა, ტრამპის საქმის გასაიდუმლოებული მასალების მოპარვა სცადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის დროს იყო ამოღებული.

ამჟამად ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი