მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ირანს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები
ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ირანს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები

ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ირანს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ირანის მიერ „გარკვეული“ რაოდენობის ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტების ქონას. მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებაშიც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ ყურის ქვეყნებთან ერთად პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ არაბირთვული საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტები, რაზეც ვისაუბრებთ და რასაც მხარს დავუჭერთ. ვგულისხმობ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული რაოდენობა, რადგან სხვებსაც აქვთ. რაღაც რაოდენობა უნდა გქონდეს“, - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ირანს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები, იმის გათვალისწინებით, რომ საუდის არაბეთსა და სხვა ქვეყნებს ისინი გააჩნიათ.

„რაკეტები პრობლემა არ არის. რაკეტები მხოლოდ ერთ პატარა ადგილს აზიანებს, ისინი პლანეტას არ აფეთქებენ. ასე რომ, ყურის ქვეყნები არაბირთვულ საკითხებს მიხედავენ“, - თქვა ტრამპმა. „ჩვენ ვისაუბრებთ ბალისტიკურ რაკეტებზე, ასევე ვისაუბრებთ მათ ტერორისტულ პროქსი-ჯგუფებზე - ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ხდებოდეს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი