მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა, მკაცრად გააკრიტიკა
ტრამპმა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა, მკაცრად გააკრიტიკა

ტრამპმა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა, მკაცრად გააკრიტიკა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, მას ირანი კუთხეში ჰყავდა მიმწყვდეული და თეირანი ყველაფერზე წასასვლელად მზად იყო, ხოლო სენატმა უდროო და უაზრო კანონი მიიღო.

„ესე იგი, ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ის მზადაა დაეცეს, მოგვცეს პრაქტიკულად ყველაფერი და პირველად ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მე დიდ პატივისცემით ეპყრობა, ხოლო სენატი უდროო და უაზრო კენჭისყრას ატარებს სამხედრო უფლებამოსილებების კანონის შესახებ და ამით მსოფლიოში ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ შეერთებულ შტატებს არ მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ და მე უნდა გავჩერდე. ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს. ოთხი წარუმატებელმა „რესპუბლიკელმა“ დემოკრატებთან ერთად მხარი დაუჭირა ამ კანონს. ირანმა ჩემს ხალხს ჰკითხა: „ეს რას ნიშნავს?“ აღნიშნულმა სენატორებმა საქმე გამირთულეს, მაგრამ ამასაც გადავლახავ!“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, სენატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს, რამაც თეთრ სახლთან პოტენციურად დაძაბული დაპირისპირების საფუძველი შექმნა. სენატმა რეზოლუციას 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „რესპუბლიკელი“ სენატორები - მიჩ მაკკონელი და დეივ მაკკორმიკი, რამაც რეზოლუციის მიღების შესაძლებლობა შექმნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი