მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცესკოს ხელმძღვანელობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მონაწილეობდა
ცესკოს ხელმძღვანელობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მონაწილეობდა

ცესკოს ხელმძღვანელობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღეს მონაწილეობა.

ცესკოს ინფორმაციით, დებატები სახელწოდებით - „სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი: დამკვირვებლების როლი“ საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი მიზანი წევრ სახელმწიფოებში დამკვირვებლების წინაშე არსებული მუდმივი და ახალი გამოწვევების შეფასება, დამკვირვებლების უფლებების დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურობისა და შეზღუდვების შესწავლა, შემდგომი ქმედებების შესაძლო გზების განხილვა და ევროპის საბჭოს სავალდებულო ინსტრუმენტის პოტენციური დამატებითი ღირებულების, მასშტაბისა და მიზანშეწონილობის შესახებ ინფორმირებული დიალოგის წარმოებაში წვლილის შეტანა იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დებატების ფორმატში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და ზოგადად არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

„ერთობლივი დებატები არის შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებმა პირადად ჩვენგან მიიღონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომლის ირგვლივაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული წუხილები და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე და უშუალოდ დაკვირვების პროცესში ობიექტურობის და მიუკერძოებლობის მნიშვნელობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შესახებ მომზადებული ანგარიშები და შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ ფაქტებს და მტკიცებულებებს და არ გამომდინარეობდეს არჩევნების პოლიტიკური შედეგებიდან.

ამასთან, დისკუსიის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მაგალითად ისეთების როგორიცაა ეუთო/ოდირი, დასკვნების პატივისცემა და მათი რეკომენდაციების გაზიარება ყველა ჩართული მხარის მიერ, რადგან ამ დასკვნების აღიარების გარეშე ფაქტობრივად აზრს კარგავს დაკვირვების პროცესის მნიშვნელობაც“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

დებატების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების როლზე. დაკვირვების სამართლებრივ ჩარჩოებზე, მათ შორის გარანტიებზე, ხარვეზებზე, კარგ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს არჩევნების მთლიანობისა და საზოგადოების ნდობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ერთობლივი მოქმედების სტრატეგია და შემდგომი ნაბიჯები.

ერთობლივი დებატები 28-29 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი