მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებლისთვის, რომელიც ასხამს საწვავს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მისი ფასი ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის - მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ სად არის რესურსი გაიაფებისთვის
წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებლისთვის, რომელიც ასხამს საწვავს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მისი ფასი ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის - მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ სად არის რესურსი გაიაფებისთვის

წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებლისთვის, რომელიც ასხამს საწვავს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მისი ფასი ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის - მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ სად არის რესურსი გაიაფებისთვის

იმედი|imedinews.ge

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მიმართა.

წილოსანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობაში საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საწვავის და აქციზის ფასი ბევრად ნაკლებია, ამას მნიშვნელობა არ აქვს ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც საწვავის გაძვირება იქცა ტვირთად, შესაბამისად, საჭიროა მოძიებულ იქნას რესურსი ფასების კიდევ უფრო გაიაფებისთვის.

„ეს სხდომა, რომელიც საწვავს უკავშირდება ალბათ ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ნაკლები კითხვები იქნება, იმიტომ რომ თუ ყველა სხვა წინა სხდომაზე ჩვენ რაღაც გარკვეულ არგუმენტად გვქონდა რომ ევროპის ქვეყნებში ფასები შედარებით დაბალი იყო რიგ პროდუქტებზე და ამ ლოგიკით მივდიოდით, ამ შემთხვევაშია ახლაც ითქვა, რომ ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდია საწვავის ფასი ვიდრე ჩვენთან, მათ შორის აქციზის ფასი იქნება ეს, თუ გადასახადი ესეც საკმაოდ შეღავათიანია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ახლა ჩვენ გვიყურებს მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ევროპულ ქვეყანაზე რომ არ არის მეტი, მაგრამ მათთვის ეს ტვირთია და რაღაცნაირად მსურს, რომ ჩვენ მოვიკვლიოთ სად არის რესურსი ამ ფასების თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი