მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მარკეტინგულ აქტივობები განიხილეს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მარკეტინგულ აქტივობები განიხილეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისით ჩამოვიდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„როგორც მაია ომიაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ მოგზაურს, აღმოაჩინოს საქართველო და გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს.

China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მარკეტინგულ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას.

ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ჩინეთი უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებს შორის მე-10 პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს. ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ეფექტური პოზიციონირებისთვის, ბოლო წლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, რაც მოიცავს ჩინეთის უმსხვილეს, მრავალმილიონიან მედია და დაჯავშნის პლატფორმებზე რეკლამას, ასევე სოციალურ ქსელებში კამპანიას, საიმიჯო ვიდეორგოლებს, გარე რეკლამას ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში, მედია და გაცნობითი ტურების ორგანიზებას საქართველოში ჩინელი ინფლუენსერებისა და ტუროპერატორებისთვის. კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული კერძო სექტორის აქტიური ჩართვა, რაც მოიცავს B2B შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და როუდშოუებს, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

იმედი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

იმედი

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

იმედი