მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი - ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირეს
თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი - ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირეს

თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი - ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირეს

იმედი|imedinews.ge

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერა 36 ქვეყანამ. რეზოლუციას არ შეუერთდა თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.

საქართველოს ვიცე - პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ მისცა ხმა საქართველომ რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ რეზოლუციას. მისი თქმით, საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს, ასევე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

თუმცა, ვიცე-პრემიერის განმარტებით, ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო დააყენოს გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე.

„რაც შეეხება ევროსაბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო დააყენოს გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე.

დამოკიდებულებას, რასაც დღეს რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად სჭირდება გადახედვა. საჭიროა სიცხადე, რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და მისი პოზიციების მიმართ, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში კი, ქვეყანაში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →მხარს →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი