მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად

იმედი|imedinews.ge

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევაზე, განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხების მოგვარების კუთხით.

თუმცა, მისივე თქმით, ბლოკს აკლია პოლიტიკური ნება, რომ თურქეთი წევრად მიიღოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა ყველა საჭირო პირობას დააკმაყოფილებს.

ფიდანმა ეს განცხადებები ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ბეატე მაინლ-რაიზინგერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლება და ვიზალიბერალიზაციის საკითხი - სწორედ ამის მოგვარებას ვცდილობთ“, - განაცხადა ფიდანმა ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას.

ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების შესრულებაზე, არამედ თავად ბლოკის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ნებაზეც.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავაფორმულა
კავშირი →მინისტრი →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი