მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშში წარმოდგენილია მცდარი შეფასებები, რომლებიც ანტითურქული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეფუძნება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშში წარმოდგენილია მცდარი შეფასებები, რომლებიც ანტითურქული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეფუძნება

იმედი|imedinews.ge

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილია მცდარი შეფასებები, რომლებიც ანტითურქული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეფუძნება.

„ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებული 2025 წლის თურქეთის ანგარიშში წარმოდგენილია მცდარი შეფასებები, რომლებიც ანტითურქული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეფუძნება.

ცხადია, რომ ანგარიში, რომელიც, როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში მომზადდა და ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის იდეოლოგიურ სტერეოტიპებს ასახავს, მიზნად ისახავს არსებული პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვას იმ ფონზე, როდესაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა თანდათან იზრდება.

ეს მიდგომა, რომელიც პლატფორმას აძლევს როგორც ტერორისტულ ორგანიზაციებს, ისე ანტითურქულ ჯგუფებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტი შორს დგას თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავლის მიმართ სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებისგან“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშში საუბარია თურქულ სასამართლო სისტემაზე უარყოფით კონტექსტში, რაც ანკარის მხრიდან შეფასებულია, როგორც თავდასხმა.

„თურქეთის სასამართლო სისტემა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია, არ ექვემდებარება არცერთი საერთაშორისო ინსტიტუტის, გარე აქტორისა თუ პოლიტიკური ჯგუფის ჩარევას. პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობები, რომლებიც მართლმსაჯულების პროცესებს უპირისპირდება და ამავდროულად სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღებელია.

გლობალური გამოწვევების გამწვავების პირობებში, ევროპარლამენტისგან ველით ისეთ მიდგომას, რომელიც ხელს შეუწყობს კანდიდატი ქვეყნის - თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების კონსტრუქციულ განვითარებას, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გზით“, - დასძინეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი