მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტუსკმა განმარტა, რატომ არ აპირებს პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტები გადაცემას
ტუსკმა განმარტა, რატომ არ აპირებს პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტები გადაცემას

ტუსკმა განმარტა, რატომ არ აპირებს პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტები გადაცემას

იმედი|imedinews.ge

პოლონეთი ამ ეტაპზე არ აპირებს უკრაინას Patriot-ის დამატებითი რაკეტები გადასცეს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთს ამ რაკეტების „დიდი მარაგები არ გააჩნია“.

„თქვენ ასევე შენიშნეთ ხმაური, რომელიც გამოიწვია ჩვენმა გადაწყვეტილებამ Patriot-ის ხუთი რაკეტის გადაცემის შესახებ, რაც სრულად იყო შეთანხმებული ნატოსთან და ამერიკელებთან... ამჟამად ჩვენ მსგავსი დახმარების გაწევას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა მან.

ამასთან, ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება, პოლონეთი აქტიურად დაეხმარება უკრაინის რუსეთთან ბრძოლაში. კითხვაზე, თუ რატომ არ შეუერთდა პოლონეთი ევროპული ქვეყნების ანტიბალისტიკურ კოალიციას უკრაინასთან ერთად, ტუსკმა უპასუხა, რომ პოლონური კომპანიები ამ ეტაპზე საკუთარ შესაძლებლობებს აფასებენ.

„კოალიცია ღიაა; თუ პოლონური კომპანიების მხრიდან იქნება მზა ინდუსტრიული წინადადება, ჩვენ შევუერთდებით ამ კოალიციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის მალე დასრულებას არ ელოდება და ესკალაცია მინიმუმ ზამთრამდე გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

იმედი

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

იმედი