მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქების გამო ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა აკრძალეს
უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქების გამო ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა აკრძალეს

უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქების გამო ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა აკრძალეს

იმედი|imedinews.ge

უგანდის მთავრობამ ხელის ჩამორთმევასა და ჩახუტებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა მას შემდეგ, რაც ებოლას ცხელებით დაინფიცირების 2 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების მონაცემებით, ორივე შემთხვევა დაკავშირებულია მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ აფეთქებასთან. ერთ-ერთი დაავადებული, 59 წლის კაცი, გარდაიცვალა. მეორე პაციენტი იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ორივე პაციენტი კონგოდან ჩამოსული პირია.

ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ხელისუფლებამ კარანტინში უკვე 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსა. ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას ასევე მოუწოდა, უფრო ხშირად დაიბანონ ხელები საპნით, გამოიყენონ ანტისეპტიკები და დაუყოვნებლივ შეატყობინონ სიმპტომების შესახებ, რომელთა შორისაა სიცხე, ღებინება და სისხლდენა.

17 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოსა და უგანდაში ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციად აღიარა. ამ დროისთვის კონგოში ცხელებით გარდაცვალების 131 ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაავადებაზე ეჭვი კიდევ 513 ადამიანზე აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

იმედი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

იმედი