მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

იმედი|imedinews.ge

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მორიგი შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ამჯერად დარტყმის სამიზნე კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც ადგილობრივებმა გადაიღეს, ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია ასახული.

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარეობს, სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. მისი წლიური წარმადობა დაახლოებით 6,6 მილიონ ტონა საწვავს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს უკრაინის მხრიდან აღნიშნულ ობიექტზე განხორციელებული სულ მცირე მე-17 შეტევაა. ბოლოს ქარხანა 2 ივნისს გახდა დარტყმის სამიზნე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 252 სტატია.

  • ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - მიმართვაში რუსული აგრესია არ უხსენებიატვ პირველი
  • ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფსფორმულა
  • "ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს" - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსრუსთავი 2
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი