მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია
უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია

უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია

იმედი|imedinews.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების მასშტაბური შეტევა მოსკოვზე - უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები შერემეტიევოს აეროპორტის ტერიტორიაზე დაეცა. „ნამსხვრევები მგზავრთა მომსახურებისა და საჰაერო ხომალდების ზონებიდან უსაფრთხო მანძილზეა. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები, უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა უზრუნველყოფილია“, - ნათქვამია მოსკოვის აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაში.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მინიმუმ 85 დრონი, რომლებიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. მისივე თქმით, შეტევის შედეგად დაზიანდა კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - დაშავდა 12 ადამიანი, თუმცა ქარხანაში საწარმოო პროცესი არ შეფერხებულა. ასევე, მედია წერს ხანძრის შესახებ სოლნეჩნოგორსკის ნავთობბაზაზე, მოსკოვის ოლქის სოფელ დურიკინოსთან.

გარდა ამისა, სობიანინმა დაადასტურა, რომ დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლი. სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ჩანს დრონის მოხვედრა მრავალსართულიან კორპუსზე მიხაილოვის ქუჩაზე. Telegram-არხი Astra იტყობინება მრავალბინიანი სახლის დაზიანების შესახებ ზელენოგრადში და ხანძრის შესახებ ტექნოპარკ „ელმას“ ტერიტორიაზე.

თავის მხრივ, რუსეთის ჯარებმა კვლავ მიიტანეს დარტყმები უკრაინის რეგიონებზე. დაბომბვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქების ხელისუფლება. დრონები შენიშნეს პოლტავისა და სუმის ოლქების თავზეც. არიან დაშავებულები, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია