მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი: დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი: დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი: დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით

იმედი|imedinews.ge

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს არჩევას ულოცავს.

მიტროპოლიტი ეპიფანე ხაზს უსვამს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ახლად არჩეულ პატრიარქს საპასუხისმგებლო გზაზე წარმატებებს უსურვებს.

ეპიფანე მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე შიოს „დაძმობილებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლად არჩევას ულოცავს. იგი აღნიშნავს, რომ ეს არის მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდება ქართველი ერის სულიერი გადარჩენის გზაზე.

უკრაინის ეკლესიის მეთაურმა განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უნეტარესი ილია II. მან აღნიშნა, რომ ახალი პატრიარქი მოღვაწეობას იწყებს იმ მდიდარ სულიერ საფუძველზე, რომელიც ილია II-მ ათწლეულების განმავლობაში შექმნა. ეპიფანეს თქმით, ილია II-ის ცხოვრება ქრისტეს ერთგულებისა და საკუთარი ხალხისადმი თავდადებული მსახურების მაგალითია.

მილოცვის დასასრულს, მიტროპოლიტი ეპიფანე მეუფე შიოს უსურვებს სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა ღირსეულად გაუძღვეს ქართველ ხალხს.

„დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი