მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია

იმედი|imedinews.ge

უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა საერთაშორისო ფორუმზე „უსაფრთხოების არქიტექტურა“ განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ ეს ნამდვილად მისი ძალისხმევაა - შეაჩეროს საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე, სასურველია ზამთრამდე. მე კი, როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად სწორი, დროული და კარგად გააზრებული ნაბიჯია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია დასახული ამოცანა, ბუდანოვმა მოკლედ უპასუხა: „რეალისტურია“.

ბუდანოვის განცხადებით, უკრაინას გააჩნია საკმარისი შესაძლებლობები იმისათვის, რომ აღნიშნული გეგმის პრაქტიკაში განხორციელება სცადოს.

მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა უარი თქვას ამ პირობებზე, ამჟამად უკვე არსებობს რეალური ნიშნები იმისა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის საჭირო ნიადაგი მომზადებულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი