მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა.

„არ მსურს გამოვიყურებოდე უჟმურად, რომელიც ადამიანებს სიხარულს უმწარებს, მაგრამ ნოემბერში ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით საუბრებს იმაზე, თუ როგორ გადავიტანოთ ზამთარი“, - განაცხადა კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, საუბრების გამართვა ომში „გარდამტეხი მომენტის“ შესახებ დღეს შეუძლებელია.

„კაცობრიობის ისტორიაში არსად ყოფილა ისე, რომ გარდამტეხი მომენტები ომის მსვლელობის დროს დაესახელებინათ, როცა რაღაც ჯერ ისევ მიმდინარეობს. სტალინგრადის შემდეგ ჟუკოვი მივიდა სტალინთან და ომში გარდამტეხი მომენტის შესახებ უპატაკა? ან მანშტაინმა დაურეკა ჰიტლერს და უთხრა: „ბატონო ჰიტლერ, ბოდიში, გარდამტეხი მომენტი მოხდა და ბერლინი ორ წელიწადში დაეცემა? ეს ბოდვაა“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ამგვარი განცხადებები „ყურადღების გადატანას“ უკავშირდება.

„ყველა გარდამტეხი მომენტი რეტროსპექტიულად განისაზღვრება. ამიტომ განცხადებები იმაზე, რომ ომში გარდამტეხი მომენტი მოხდა, უკრაინამ ყველაფერი ამოაყირავა და ახლა კრემლში შევარდება - ბოდვაა. მესმის, რომ ვიღაცის ფსიქიკისთვის ეს სასარგებლო ისტორიაა, მაგრამ საჭიროა ცივი გონების შენარჩუნება. მე ვემხრობი იმას, რომ ვიფიქროთ“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი