მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: კიევის ოლქში, პოლიგონზე რუსეთის დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა
უკრაინული მედია: კიევის ოლქში, პოლიგონზე რუსეთის დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა

უკრაინული მედია: კიევის ოლქში, პოლიგონზე რუსეთის დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა

იმედი|imedinews.ge

24 ივლისს, დღისით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში მდებარე პოლიგონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას, სადაც იმ დროისთვის შეიარაღების გამოფენა მიმდინარეობდა, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-მდე პირმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, რუსლან კრავჩენკო Telegram-ის პირად არხზე ავრცელებს.

გენერალური პროკურორის თქმით, რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიაყენა კიევის ოლქს, რასაც მსხვერპლი და დიდი რაოდენობით დაშავებულები მოჰყვა, ხოლო ზუსტი მონაცემები ამ დრომდე ზუსტდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი ეხება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას, ხოლო მეორე - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაც უკავშირდება ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთა შესაძლო გულგრილობას, რამაც ადამიანების დაღუპვა და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია.

რუსლან კრავჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება დაადგენს, ვინ მიიღო ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება, ვინ შეათანხმა ადგილი, დრო და ფორმატი, უსაფრთხოების რა ზომები იყო გათვალისწინებული და იყო თუ არა ჯეროვნად შეფასებული რისკები.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 დაღუპულისა და ათობით დაშავებულის შესახებ იუწყებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მსხვერპლთა და დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • ამერიკელი დელეგატები კრემლში შეხვედრის შემდეგ კიევში მოლაპარაკებებს მართავენფორმულა
  • სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერიმა კიევი დატოვესტვ პირველი
  • კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდარუსთავი 2
  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს