
ამერიკელი დელეგატები კრემლში შეხვედრის შემდეგ კიევში მოლაპარაკებებს მართავენ
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვითკოფი და ჯარედ კუშნერი, კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, კიევში ჩავიდნენ.
ამერიკულმა მხარემ უკრაინის დედაქალაქში უკვე გამართა მოლაპარაკებების სამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პროდუქტიული რაუნდი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ევროპელი პარტნიორებიც.
მოლაპარაკებების მთავარი ფოკუსი ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული გამოწვევები, ენერგეტიკული სექტორისა და უსაფრთხოების საკითხები იყო. თუ საბრძოლო მოქმედებები ზამთარშიც გაგრძელდება, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება „ზამთრის პაკეტის“ ეფექტური განხორციელება, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას, ენერგოინფრასტრუქტურის მხარდაჭერასა და ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მნიშვნელოვანი მოცულობით მიწოდებას მოიცავს.
ვიზიტის პარალელურად, მხარეებმა უსაფრთხოების დროებითი ზომებიც მიიღეს — პუტინის განცხადებით, დელეგაციის ვიზიტის გამო კიევზე დარტყმები სამი დღით შეჩერდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიევიც მზადაა ორშაბათამდე შეიკავოს თავი მოსკოვზე იერიშებისგან.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge