მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

იმედი|imedinews.ge

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:10 საათზე, რუსულმა დრონმა კიევიდან დაახლოებით 5 კილომეტრში დასავლეთით, კიევი-ჩოპის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ მილაში მდებარე ობიექტს დაარტყა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ტარას დიდიჩი, დმიტრივკის თემის ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც სოფელი მილა შედის. კიევის ოლქის გუბერნატორის ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დიდიჩი შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.

თავდასხმისა და შემდგომი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 50 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა ასევე ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი დაწესებულება.

ტკაჩენკოს განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ტერიტორიიდან 381 ადამიანის, მათ შორის 59 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ივან ვიჰივსკისგან ინფორმაცია მიიღო და განაცხადა, რომ ისინი, ვინც ასეთი ვითარების დაშვებაზე არიან პასუხისმგებელი, თავიანთი გადაწყვეტილებებისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

„არსებობს რეგულაციები: საბრძოლო მასალის შენახვა დაუშვებელია სახლებთან ან სხვა საცხოვრებელ შენობებთან ახლოს. შესაბამისი დასკვნები, რა თქმა უნდა, გაკეთდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა ინციდენტზე წინასასამართლო გამოძიება დაიწყეს. ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.

პრემიერ-მინისტრმა კორეცკიმაც მოითხოვა პასუხისმგებელი პირების დასჯა და სწრაფი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

„სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეხუთე წელს იგივე შეცდომების დაშვება დანაშაულებრივი გულგრილობაა“, - განაცხადა კორეცკიმ Telegram-ის საკუთარ არხზე.

მისი თქმით, ყველა პასუხისმგებელმა პირმა, გამონაკლისის გარეშე, მკაცრი სასჯელი უნდა მიიღოს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • კიევის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად ფოსტის საწყობები დაზიანდა - არის მსხვერპლიცBM.GE
  • თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" სამიტში მიიღო მონაწილეობა - ადმინისტრაციატვ პირველი
  • საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, SFLG Global Platform-ის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში კიევში მაღალი დონის შეხვედრები ყოველწლიურად იმართებარუსთავი 2
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
კიევში →

მსგავსი სტატიები

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

იმედი

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

იმედი

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

იმედი