მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს
უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

NABU-ის ცნობით, თანხები ბრალდებულმა და მისმა სავარაუდო თანამზრახველებმა შემდგომ გაათეთრეს.

ბიუროს ინფორმაციით, ბრალი წარედგინა ოლექსანდრ ბანკოვს, რომელიც 2020-2024 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, ასევე, მისი ყოფილი აპარატის ხელმძღვანელს, რომელიც ამჟამად დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს.

საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ასევე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თანაშემწე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის ბუღალტერი.

„ჯგუფის წევრებმა მიითვისეს უცხოელი მოქალაქეებისა და სხვა დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული თანხები და ისინი ვალუტის კონვერტაციის ცენტრების მეშვეობით გაათეთრეს“, - ნათქვამია NABU-ის განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო დონორები და უკრაინის უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასაქმებული თანამშრომლები დაარწმუნა, ფინანსური დახმარება მის კონტროლქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადაერიცხათ.

NABU-ის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული თანხები სამართლებრივად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ფონდის მიზნობრივ საბიუჯეტო სახსრებს წარმოადგენდა.

„შემდეგ ეს თანხები გადაირიცხა ჯგუფის მიერ კონტროლირებადი ინდივიდუალური მეწარმეებისა და კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფულის გათეთრების ცენტრების მეშვეობით გაანაღდეს. სქემის მონაწილეები გათეთრებულ თანხებს პირადი გამდიდრებისთვის იყენებდნენ“, – აცხადებს ბიურო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყებას „ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი უკანონო ქმედების, განსაკუთრებით კი კორუფციული დანაშაულების მიმართ“.

„სამინისტროს არასოდეს უცდია ეჭვმიტანილების დაცვა. NABU-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ თავად სამინისტროს შიდა აუდიტისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგიც არის“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 262 სტატია.

  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • უკრაინამ სარატოვში Rosneft-ის ქარხანა და Ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →დოლარი →მედია →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი